თბილისში 75 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში ზაჰესში, 75 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მამაკაცი მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ყელგამოჭრილი იპოვეს. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარი საქმე გახსნილია.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. “მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – განმარტეს შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები