სოსო ჯაჭვლიანი: ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი

ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭლინი გაზეთ “კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დროს გნვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატი ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემდეგ თავად პარლამენტის მიღმა აღმოჩნდება. “არც ერთი “ნაციონალი” არ არის პარლამენტში გასაჩერებელი. ეს ჩემი აზრია და ამის თქმას ვერავინ ვერ ამიკრძალავს. კი, ბატონო, თუ საჭიროა, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, დიდი სიამოვნებით, რატომაც არა? მე ამ პარლამენტზე არც გამოკერებული ვარ და არც ჩაკერებული. დღეს ხარ პარლამენტარი, ხვალ აღარ იქნები, ეს არ არის ტრაგედია. 9 ნოემბერს რეზო ჭოხონელიძე და გურამ ფირცხალავა დავასაფლავეთ გვერდიგვერდ, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მე ერთ რამეს მივხვდი, მყარად დავრწმუნდი, რომ ადამიანისგან არაფერი რჩება ამ ქვეყანაზე სახელის მეტი“, -აცხადებს ჯაჭვლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები