ვიქტორ იანუკოვიჩმა 20 თებერვალი გლოვის დღედ გამოაცხადა

      უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა 20 თებერვალი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სპეციალური ბრძანება გამოსცა. “მასობრივი არეულობების შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო, 20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღეს გამოცხადდება”, – აღნიშნულია იანუკოვიჩის ბრძანებაში. კიევში გუშინ დაწყებულ შეტაკებებს, ოფიციალური ინფორმაციით, 25 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები