არსებული ინფორმაციით, თბილისში მამაკაცი მოკლეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს

თბილისში წუხელ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხმაურდება. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, შემდეგ კი ბინაში ცეცხლი, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის 14 ნომერში გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილს ბინა ნაქირავები ჰქონდა. ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ- კრიმინალისტები და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები