ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ჩაჩუას სასამართლო პროცესი განახლდება

საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებიც დაიკითხებიან.
“უნდა მოხდეს ექსპერტების დაკითხვა. ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარეს მხოლოდ და მხოლოდ ფოტო და ვიდეომასალაზე, და თავად ექსპერტების ჩვენებებიდან გამომდინარე, ფოტო და ვიდეომასალაზე ჩატარებული ექსპერტიზა არ მომხდარა და ვერც იქნება კანონიერი. ბრალდებული, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, აქტიურად მონაწილეობს პროცესში“, – აცხადებს ჩაჩუას ადვოკატი ზურაბ ტაბიძე. ლევან ჩაჩუას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, რის გამოც დაახლოები, 8 თვის წინ დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილთა სხეულებზე არსებული დაზიანებები დასკვნაში სრულად არ ასახა. დღევანდელ პროცესს ბრალდებულიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები