სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისებისთვის შპს „ტერექსი XXI“- ის დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, შპს „ტერექსი XXI“ ის დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი ჯინჭარაძე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ტენდერის პირობის თანახმად, 2013 წელს ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, თუმცა, მან არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 517 000 ლარი მიითვისა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182- ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7 დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Zn8oBDyIN5o” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები