„იდენტობამ“ 6 მილიონი ლარი მიიღო, „თავისუფალმა ზონამ“ – მილიონნახევარი, ბოკერიას ცოლმა კი მილიონი ლარი!“

 

     „ბოლო დროს საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული შემოვიდა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ახალი რეალობისათვის“ ხელმძღვანელი და მწერალი მერაბ შათირიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მწერალი გამომცემლობასთან სამ სხვადასხვა ორგანიზაციას ასახელებს, სადაც რამდენიმე მილიონი ლარი ჩაირიცხა.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც პატრიარქს ლანძღავს და ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს, უცხოეთიდან 6 მილიონი ლარი მიიღო, „თავისუფალმა ზონამ“ – მილიონნახევარი ლარი და ტელეკომპანია „ტაბულას“ მფლობელმა ბოკერიას ცოლმა ჩერგოლეიშვილმა – მილიონი ლარი!“ – აცხადებს მწერალი.
მისი თქმით, ორგანიზაცია „იდენტობა“ მიღებული გრანტებიდან ერთ თეთრსაც არ ხარჯავს სექსუალური უმცირესობის წევრებისთვის.
„ხელისუფლებამ მიიღო ანტისკრიმინაციული კანონი“, რაც იმას ნიშნვს, რომ სექსუალურ, ეროვნულ თუ რელიგიურ უმცირესობებს სახელმწიფო იცავს და რაღა საჭიროა მათი უფლებების დასაცავად დამატებითი გრანტების გამოყოფა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის?! რაც მთავარია, იმ მილიონობით გრანტებიდან, რომლებსაც ორგანიზაცია „იდენტობა“ უცხოეთიდან იღებს, ერთი თეთრიც არ ხმარდება სექსუალური უმცირესობების დაცვას! დიახ, ე.წ. ლგბტ პირებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ამ ფულს არავინ ახარჯავს!“ – აღნიშნავს მერაბ შათირიშვილი.
იგი სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ გაარკვიონ, სად და რისთვის ხარჯავს ორგანიზაცია „იდენტობა“ ამ ფულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები