რისთვის დაიკითხა ალასანია სამჯერ? – ორი ახალგაზრდის მკვლელობა, სადაც ექსმინისტრი ფიგურირებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალსანია წარსულში სამჯერ დაიკითხა, – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიიდან ირკვევა, ალასანია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაიკითხა. საქმე კი დღემდე გამოუძიებელია, ხოლო გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლების განცხადებით, ირაკლი ალსანია ერთ-ერთია, ვინც დანაშაულის კვალის წაშლაში მონაწილეობდა.
გამოცემა საქმეზე გავრცელებული ორი ვერსიის შესახებ წერს, ორივე ვერსიაში კი ირაკლი ალასანია ფიგურირებს.გამოცემა ალასანიას 90-იან წლებში „კულინარიელთა საძმოს“ წევრობას ახსენებს და დეტალებს აღწერს.
„კულინარიელთა საძმოს“ წარსულში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, ათობით მკვლელობა, ადამიანების გატაცება, პოლიციის შენობების დაყაჩაღება და სხვა. ალასანია კი ამ ბანდის კონსულტანტი იყო აღმზრდელობით საკითხებში… სწორედ ამ პერიოდს ერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, რომელშიც ირაკლი ალასანია დღემდე გახლართულია. 1995 წლის 4 მარტს თბილისში საზარელი დანაშაული მოხდა. ორი ახალგაზრდა, კუსა თოხმაიდი და ბექა რეხვიაშვილი გაუჩინარდა. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი დახოცეს. გარდაცვლილების მშობლებს კი, შვილების ცხედრების ნაცვლად, სხვისი გვამები შეაჩეჩეს ხელში. გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები სხვებთან ერთად, დანაშაულში ირაკლი ალასანიას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ალასანია თავისვე მეგობრების გაუჩინარების საქმის თანამონაწილეა. ერთი ვერსიით, 14 წლის ბექას და 18 წლის კუსას „კულინარიელები“ გაუსწორდნენ. სახელდება ირაკლი ჩლაიძე, რომელმაც თითქოსდა, თავად მოკლა ორივე ახალგაზრდა და ირაკლი ალასანია საკუთარ მეჯვარეს დაეხმარა საქმის ჩაფარცხვაში. მეორე ვერსიით, ამ საქმეში უშიშროება იყო გარეული. საქართველოს უშიშროების იმჟამინდელი მინისტრი, იგორ გიორგაძე და ირაკლი ალასანია მეზობლები იყვნენ. მოკლულის მშობლები ამბობენ, რომ იგორ გიორგაძეს ეხმარებოდა ალასანია ამ დანაშაულის ჩაფარცხვაში და უშიშროებასთან მანამდე თანამშრომლობდა, ვიდრე იქ ოფიციალურად მუშაობას დაიწყებდა. დაკარგული ბიჭების მშობლები, მანანა რეხვიაშვილი და თამარ გარსევანიშვილი აცხადებენ, რომ ალასანია, თემურ ავიძბა და ზაზა ბარკალაია, რომლებიც კუტუზოვის ქუჩაზე, იმავე ეზოში ცხოვრობდნენ, სადაც ბექა და კუსა და მათთან მეგობრობდნენ, ერთად სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში, შლიდნენ დანაშაული კვალს.
მშობლების თქმით, ეს სამეული თბილისის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელს, გია ნატროშვილს კაბინეტში იარაღით შეუვარდა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. ამბობენ, რომ ალასანია და მისი მეგობრები, გამომძიებელს იარაღის მუქარით აიძულებდნენ, უშიშროების კვალი წაეშალა და გამოძიება სხვა, მცდარი მიმართულებით წაეყვანა. ამ საქმეზე ალასანია სამჯერ არის დაკითხული, დაკითხულია სხვა უამრავი პიროვნება, მაგრამ ეს საქმე დღემდე გაუხსნელია“,- წერს გაზეთი „კვირის ქრონიკა“.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ირაკლი ალასანიას უშიშროებაში მუშაობა სწორედ იგორ გიორგაძემ დააწყებინა და, როგორც ამბობენ, მასთან საიდუმლო ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები