წარმატების 10 ჯადოსნური წესი
თუ დაკვირვებიხართ, ზოგი წარმატებას იოლად აღწევს, ზოგს კი საამისოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოქმედებთ საკუთარ ოცნებებზე. საამისოდ 10 ჯადოსნური წესი არსებობს:
1) იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათ, თქვენი ფიქრები დადებითი უნდა იყოს. თუკი მუდმივად იფიქრებთ რაიმეზე, ის აუცილებლად აგისრულდებათ.
2) დაწვრილებით მოახდინეთ საკუთარი ოცნების ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ დეტალები და საკუთარი წარმოსახვითი წარმატებით გაიხარეთ.
3) ახლანდელ დროში მოახდინეთ საკუთარი სურვილების ფორმულირება, მაგალითად, ,,მე გამარჯვებული ვიქნები“,- ეს არასწორია, უკეთესია თქვათ: “მე გამარჯვებული ვარ!“, სამყაროს ესმის თქვენი განცხადებები და შესაძლოა, თქვენი ნატვრა უკვე ახდენილად ჩათვალოს. სიტყვა ,,ხვალ“ თქვენს მომავალს კიდევ უფრო შორს გადაიტანს.
4) სინამდვილეში დაიჯერეთ ის, რომ თქვენი სურვილები რეალურად ახდა, სამყარო შეისმენს თქვენს ნათქვამს და სურვილების ასრულებისთვის ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით.
5) გარკვევით წარმოიდგინეთ თქვენი ოცნების შედეგი, მოდუნდით და დროებით დაივიწყეთ სურვილები. თუკი თქვენ შეაკავებთ სურვილებს თქვენთან და მას კოსმოსში “არ გაუშვებთ“,- ისინი არ ასრულდება!
6) მას შემდეგ, რაც საკუთარი სურვილები დეტალურად წარმოიდგინეთ, გაუშვით ისინი. თანაც მხოლოდ დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ.
7) როცა ჩაიფიქრებთ სურვილებს, მადლობა თქვით იმაზე, რაც უკვე გაქვთ. გულწრფელი მადლიერება თქვენი ოცნების ახდენის ძლიერი სტიმულია.
8) ყურადღებით მოექეცით ყველაფერს, რაც კი თქვენს გარშემო ხდება და სურვილების ახდენის ყველა შესაძლო ვარიანტი მიიღეთ!
9) მნიშვნელოვანია, თქვენი სიხარული, სიყვარული და ყურადღება გარშემომყოფებსაც გაუზიაროთ. წონასწორობა აუცილებლად აღდგება და თქვენც იგივე დაგიბრუნდებათ.
10) აღიჭურვეთ მოთმინებით, იცოდეთ, რომ ყველაფერს დრო სჭირდება, მთავარია, იღბალი და წარმატება და ყველაფერს, რასაც კი მოისურვებთ, თავის დროზე აუცილებლად მიიღებთ!