ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე მოლას დაკითხავენ

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ჩაჩუას პროცესზე ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ახლობლები და თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას რამდენიმე მოლა იკითხება, რომლებმაც მუსლიმური წესის მიხედვით, გარდაცვლილი უსუპოვი განბანეს.
როგორც სოფლის მოლა ადრათ ალი ბაირამოვმა პროცესზე აღნიშნა, რაულ უსუპოვის ცხედარი 2005 წლის 3 თებერვალს საღამოს განბანა. მისი თქმით, უსუპოვის ცხედარზე, მკერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ნახვერტი შენიშნა, რომელიც გაწითლებული და ნაწილობრივ გაშავებული იყო და საიდანაც სითხე ჟონავდა.
“მეგონა რომ წვეთოვანი დაუდგეს და ამის გამო ჰქონდა ეს დაზიანებები. მკერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ნახვრეტი ჰქონდა, საიდანაც ჟონავდა სითხე. ჩემთან ერთად იყო მისი ბაბუა. როდესაც განვბანეთ, შემდეგ უსუპოვი დავკრძალეთ და ამის შემდეგ ვუთხარი მამამისს, რაც შევნიშნე”, – განაცხადა მოლამ.
დღესვე ყარაჯალას რამდენიმე მოლა უნდა დაკითხოს. დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული ლევან ჩაჩუაც ესწრება, რომელსაც სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. კერძოდ, პროკურატურის ბრალდების მიხედვით, ექსპერტმა გარდაცვლილებების სხეულზე დაზიანებები სრულად არ ასახა საკუთარ დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები