ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივიში ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
მხოლოდ ერთი დღით, გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერი – IX საუკუნის „ანბანდიდი სახარება“.
„ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, არის გამოხატულება იმისა, რომ საქართველოში მეცნიერება ვითარდება. მისასალმებელია, რომ უზარმაზარი საქმე გაკეთდა, ამ თვალსაზრისით, ეროვნულ არქივს და იუსტიციის სამინისტროს ძალიან დიდი გეგმები აქვთ“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მეცნიერების განვითარების ხელშეწყობით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იქნება იმ კვლევებით და აღმოჩენებით, რომელსაც ქართველი მეცნიერები ემსახურებიან.
ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტი ითვალისწინებს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერთა აღწერილობების თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით შექმნას. პროექტის პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ. მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დაააწესა და ყოველწიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები