ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
ახალგაზრდები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და თეორიულ საკითხებში მოქმედმა პროკურორებმა მოამზადეს.
ღონისძიებაში ზუგდიდის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
პროკურორებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა და სერთიფიკატები გადასცა. ასევე მოსწავლეებს დაურიგდათ სამახსოვრო კეპები საქართველოს პროკურატურის წარწერით და სხვა ფასიანი საჩუქრები.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.