ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ლექცია-სემინარი ჩატარდა

ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ლექცია-სემინარი ჩატარდა.
პროკურორები მოსწავლეებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასა და ნარკოტიკულ დანაშაულზე ესაუბრნენ. ლექციას ქობულეთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სემინარის ბოლოს დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც პროკურორებმა მოსწავლეების დასმულ კითხვებს უპასუხეს. ღონისძიება „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდებში სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები