ნინო ბურჯანაძე: ალასანიას ქმედება პოლიტიკური ტრიუკი იყო, რომ კორუფციის ფაქტებზე აღარავის ელაპარაკა

პოლიტიკური პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუკი ირაკლი ალასანია თვლიდა, რომ კურსი იცვლებოდა, ამის შესახებ განცხადება გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა. ბურჯანაძის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი ერთ დღეში არ იცვლება.
„საგარეო კურსის ცვლილება ერთ ღამეში არ ხდება. თუ ალასანია თვლიდა, რომ დასავლური კურსი იცვლება და ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ამ კურსს ღალატობენ, მაშინ ალასანიას ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა მანამ, სანამ მის პირად უსაფრთხოებასა და თანამებრძოლებს რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა“,- განაცხადა ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გაზეთ ,,კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ბურჯანაძის შეფასებით, ალასანიას ქმედება პოლიტიკური ტრიუკი იყო, რომ კორუფციის ფაქტებზე აღარავის ელაპარაკა.
„სამწუხაროდ, ალასანიამ ლაპარაკი პოლიტიკური შანტაჟით დაიწყო და ის, უპირობო მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასავლეთის ელჩების განცხადებებმა წაახალისა. მან ჩათვალა, რომ ცა ქუდად არ უნდა მიაჩნდეს და დედამიწა ქალამნად. ეს პოლიტიკური ტრიუკი იყო, რადგან აღარავის ელაპარაკა თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტებზე და მთავარი თემა საგარეო კურსის ცვლილება-არცვლილება ყოფილიყო. ასე, რომ ეს ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, ამ ტიპის განცხადებები მათ მომხრეებსაც კი არ მოეწონათ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები