ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის ახალი ელჩი მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე.
განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის ღონისძიებებს.
მხარეებმა ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრებს, რომელიც 2014 წლის 17 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროგრამებზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუმარს ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ და „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები