ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ქალაქ ფოთში გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მდინარე „მალთაყვაზე“ უკნონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2 პიროვნება თვითნაკეთი ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევჭერას ახორციელებდა.
სამართალდამრღვევებს, სხვა აკრძალული ნივთებთან ერთად, ელექტროშოკური აპარატი და ალუმინის ნაკეთობის ნავი ჩამოერთვათ. ასევე ამოღებულია 90 კგ კეფალის ჯიშის თევზი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები