პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მისვლის საკითხზე იმსჯელებენ

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება, თუ როდის და რა ფორმატით შედგება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში. სხდომა დღეს პარლამენტში 15:00 საათზე გაიმართება. პრეზიდენტი პარლამენტს, სავარაუდოდ, პარასკევს მიმართავს.
ბიუროს სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დაესწრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასულ კვირას პარლამენტს თხოვნით მიმართა უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა გაეთვალისწინებინა.
საქართველოს პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს სტრატეგიული კურსის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები