“ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას“
ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებამდე, იგი შეხვდა ღარიბაშვილს და ალასანიას მოხსნასთან დაკავშირებით პოზიცია გააცნო.
“ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ კონსულტაციები არავის ჰქონია. არანაირი მცდელობა, რომ ჩვენ ჯგუფურად ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო, არ ყოფილა. ყოველივე ამის მერე, ინიშნება თავდაცვის მინისტრად მინდია ჯანელიძე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არის აბსოლუტურად უცხო ამ ამბავში. მან ეს ყველაფერი, რაც ირაკლის უკვე ჰქონდა, თავიდან უნდა ააშენოს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.