მაია ფანჯიკიძე: იმ სახით, რაც ტელევიზიით ვნახე, მთავრობის სხდომაზე ვერ დავჯდებოდი

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გადადგომის კიდევ ერთ მიზეზზე ისაუბრა. როგორც მან “იმედის” ეთერში განაცხადა, მისი გადადგომის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რასაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განასახიერებდა მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომის შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე.
“ჩემი გადადგომის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მე ვერ ვიჯდები იმ მთავრობის სხდომაზე, სადაც კოლეგა მინისტრს, რომელიც 3 წელი შენი თანამებრძოლი იყო, აქედან 2 წელი შენი თავდაცვის მინისტრი, რომელიც გვერდზე გეჯდა, როდესაც მსოფლიო ლიდერებს ხვდებოდი, ასეთი სიტყვებით იხსენიებენ. ამ სიტყვებში მე მთელს ჩვენს გუნდს ვგულისხმობ. იმ სახით, რაც ტელევიზორში დავინახე იქ ვერ დავჯდებოდი და ეს იციან ჩემმა კოლეგებმა. თეა წულუკიანი კარგად განასახიერებდა ამას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები