ბათუმის დრამატული თეატრი თბილისში სპექტაკლებს გამართავს

11 და 12 ნოემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში წარმოდგენებს გამართავს.
11 ნოემბერს დიდ დარბაზში ნაჩვენები იქნება უილიამ შექსპირის „მაკბეტი“. სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. მასში მონაწილეობენ: მანუჩარ შერვაშიძე, მამუკა მანჯგალაძე, ნიკა ძიძიგური, ზაალ გოგუაძე, დიმიტრი მელია, ზაზა ზოიძე, თათია თათარაშვილი, მეგი კობალაძე, ტიტე კომახიძე, ქეთი ეგუტიძე, თეო შამილაძე და სხვები.
12 ნოემბერს კი გრიბოედოვის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ გოგოლის „ქორწინება“. სპექტაკლის რეჟისორია ლაშა შეროზია. მასში მონაწილეობენ: კახა კობალაძე, მარინა ბურდული, ოთარ ქათამაძე, ეკა ჩავლეიშვილი, ლია აბულაძე, ავთო ქარჩავა, ზურა ქავთარაძე, ჯუმბერ კახიძე, ინგა ღირდალაძე, ნიკა ძიძიგური.
პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები