რას მალავენ თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების მაღალჩინოსნები?

უკავშირდება თუ არა საქართველოს თავდაცვის უწყების საჰაერო ძალების ხელმძღვანელი პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციების არშევსება შეიარაღებულ ძალებში ნეპოტიზმის ფაქტების დამალვის მცდელობას – თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი ტრისტან წითელაშვილი „კვირას“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის და იმ პოლკოვნიკების ვინაობას ასახელებს, რომელთა მეუღლეები და ახლობლები საჰაერო ძალებში სხვადასხვა პოზიციაზე წლებია მუშაობენ, თუმცა, ქონებრივი დეკლარაციები არც მათ, არც მათ ახლობლებს და ოჯახის წევრებს არ შეუვსიათ.

954591_870629296294390_1151623088_nწითელაშვილი ეჭვობს, რომ, ნეპოტიზმის ფაქტებთან ერთად, სამხედრო მაღალჩინოსნები უკანონოდ მოპოვებული ქონების დამალვასაც ცდილობენ. წითელაშვილი ნეპოტიზმში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ავიაციისა და საჰერო ძალების მიმართულებით მომუშავე შემდეგ პირებს ადანაშაულებს:

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მრჩევლ (ავიაციისა და საჰაერო მიმართულებით) ედუარდ გოგიაშვილმეუღლე, ალექსეევკის სამხედრო საჰაერო ბაზაზე სამედიცინო განყოფილების უფროსი.

საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მერაბ ურიდიას მეუღლესაჰაერო ძალების ბრიგადაში საქმის მწარმოებელ. ურიდიას ცოლის დაკოპიტნარში საჰაერო დივიზიონში საიდუმლო სამსახურის უფროს. ურიდიას დაქვემდებარებაშ მუშაობს მისვე ქვისლიკობა გურგენიძე.

ურიდიაპოლკოვნიკ თემურ შენგელია სარდლობის მიმართულების შტაბში საჰაერო ძალების სამმართველოს უფროსმისი ცოლის დები კოპიტნარში ამვე დივიზიონში მუშაობენ.

 ჯამბულ ცეცხლაძეს – საჰაერო ძალების ბრიგადის J-3- უფროს მის მეუღლე  ამავე ბრიგადაში უზრუნველყოფის ბატალიონში აღმრიცხველ ინსპექტორად მუშაობს.

ზურაბ ფოჩხუასამხედრო ატაშე უკრაინაში  (ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ 2010 წელს აქვს შევსებული) მისი მეუღლე ასევე შეიარაღებულ ძალებშია დასაქმებული.

 რამინ მოდებაძე საჰაერო ძალების ტექნიკური დივიზიონის მეთაურმისი მეუღლე მისსავე დაქვემდებარებულ ბრიგადაში მუშაობს.

Pochkhuaტრისტან წითელაშვილი:  ნეპოტიზმს ხელს აფარებს საჰაერო ძალების ბრიგადის შტაბის უფროსი ავთანდილ ჯიქია, რომელმაც შეიარაღებულ ძალებში საკუთარი ნათესავებიც დაასაქმა. ამ პირების უმრავლეობა თავის დროზე, ბაჩანა ახალაიას და დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში, იარაღის კონტრაბანდაში იყვნენ ჩართულნი. ყველას გვახსოვს,  აგვისტოს ომის დროს სენაკის ბაზაზე 17 რეზერვისტი დაბომბეს, მაშინ სენაკის ბაზაზე 5 ერთეული სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“ იყო განთავსებული, ეს ტექნიკა მერაბ ურიდიასა და ზურაბ ფოჩხუას განკარგულებაში იმყოფებოდა. ფოჩხუამ არ გასცა ბრძანება, რომ მზადყოფნაში მოეყვანათ „ბუკები“ და მათი საშუალებით ქართული ვერტმფრენებისთვის დახმარება გაეწიათ. არადა, სახელმწიფომ „ბუკებში“ თავის დროზე 50 მილიონი ლარი გადაიხადა. ამ ყველაფრის შემდეგ ფოჩხუა სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიარაღებულ ძალებში არა მარტო დატოვა, არამედ დააწინაურა კიდეც.  ფოჩხუამ მაღალ პოზიციაზე მუშაობა ალასანიას მინისტრობის პერიოდშიც განაგრძო. ის დღემდე სამხედრო ატაშეა. მაქვს კითხვა, რა დამსახურებისთვის?

რაც შეეხება აგვისტოს ომის პერიოდში „ბუკებთან“ დაკავშირებულ ფაქტს, ეს  კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბრძოლო ტექნიკა, რომელსაც მაშინდელი მაღალჩინოსნები უკრაინაში ყიდულობდნენ, საქართველოში არ ჩამოდიოდა და მას მესამე ქვეყნებში ყიდდნენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,  ურიდიაც და ფოჩხუაც დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კორუფციული საქმეების ხელშემწყობები იყვნენ.

 მეტიც, ისინი ნეპოტიზმს ეწევიან და ცოლებს, ცოლის დებს ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს ასაქმებენ. მაგალითად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მრჩევლი (ავიაციისა და საჰაერო მიმართულებით) ედუარდ გოგიაშვილი, კორუფციის გამო შეიარაღებული ძალებიდან არაერთხელ დაითხოვეს.
1501867_313564412183082_1443279940_n (1)ეს “კაბელების“ საქმე მონაგონი იქნება, ისეთ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ ისინი და ჩემ მიერ დასახელებული  სხვა პირები. ნათესაური კლანი განაგებს თავდაცვის სამინისტროსაც და გენერალურ შტაბსაც, ამ ყველაფერმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს.

წითელაშვილი თავდაცვის სამინისტროს ახლად დანიშნულ მინისტრსა და პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდნენ შეარაღებულ ძალებში არსებული ნეპოტიზმის ფაქტებით.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა“ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კანონდარღვევის ფაქტების შესახებ ადრეც წერდა. მაგალითად, იმ  მაღალჩინოსნებზე, რომლებსაც  ქონებრივი დეკლარაცია არ აქვთ და არც ჰქონიათ შევსებული. მათ შორის არიან:

ედუარდ გოგიაშვილისაქართველოს შეაიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მრჩეველი;

 მერაბ ურიდია საჰაერო ძალების ხელმძღვანელი, ავთანდილ ჯიქიასაჰაერო ძალების ბრიგადის შტაბის უფროსი;

ჯამბულ ცეცხლაძე სააერო ძალების ბრიგადის J-3- უფროსი ოფიცერი;

ზურაბ ფოჩხუასამხედრო ატაშე უკრაინაში  (ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ 2010 წელს აქვს შევსებული).

10578627_313564618849728_2128411062_nაღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობის გამო პირს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

რაც შეეხება ნეპოტიზმის ფაქტებს,  „კვირამ“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი  სტატია გამოაქვეყნა, სადაც საინტერესო ფაქტის შესახებ იყო აღნიშნული:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის შვილი ამავე სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს.

მამა-შვილ კაპანაძეების შემდეგ „კვირა“ თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული კიდევ ერთი ოჯახის შესახებ წერდა. ფაქტი ეხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალს გიორგი კერესელიძეს და მის მეუღლეს,  თეონა იმნაძეს. ისინი უკვე წლებია  თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ. გიორგი კერესელიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2009 წლიდან მსახურობს და ის გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი კერესელიძის მეუღლე თეონა იმნაძე ამავე უწყებაში ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები