შვედეთის ელჩი მოხარულია, რომ საქართველოს ევროპული კურსი უცვლელი რჩება

   შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ელჩი მოხარულია, რომ საქართველოს ევროპული კურსი უცვლელი რჩება.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შიდა პოლიტიკა მისი შესაფასებელი არ არის, თუმცა როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, მოხარულია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია ევროპული კურსის უცვლელობის შესახებ.
შვედეთის ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა ამ მიმართულებით არ შეცვლილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები