ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილი აკეთებს აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს

  ბიძინა ივანიშვილი აკეთებს აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ივანიშვილის განცხადებებს კარგი ანალიტიკური უნარი სჭირდება.
“მასალები, რომელიც არსებობს და გასაჯაროვდა პროკურატურის ოფიციალური განცხადებებით, ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პრემიერობის პერიოდში და ეს ინფორმაციაც არსებობს, ამას სჭირდება უბრალოდ კარგი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილს აქვს არაჩვეულებრივი ანალიტიკური უნარი, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან და ის აკეთებს აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები