ჰოლივუდელი მსახიობი ქურდობისთვის დააკავეს

  ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი და რეჟისორი ენდრიუ დიკი ქურდობის გამო დააპატიმრეს. სამართალდამცველები მას ძვირადღირებული სამკაულის მოპარვას ედავებოდნენ.
როგორც ლოს-ანჯელესის მკვიდრი აცხადებს, მსახიობმა მას 1000 დოლარის ღირებულების კოლიე მოპარა.
მსახიობი ჰოლივუდში მის სახლთან დააკავეს. დიკს ციხეში ჯდომა იქამდე მოუწია, სანამ ახლობლებმა მისი თავდების თანხა 25 ათასი დოლარი არ გადაიხადეს. სასამართლო 4 დეკემბერს დაინიშნა.
ენდი დიკმა კინოკარიერა 1986 წელს დაიწყო. მაყურებელს ის ფილმებიდან „ ჩემი ოცნების პაემანი“ და სერიალიდან „მიდი კლავა“-დან დაამახსოვრდა. ამის გარდა დიკს საკუთარი კომედიური თოქ შოუ The Andy Dick Show” მიჰყავდა. ”
აღსანიშნავია, რომ მსახიობს პრობლემები სამართალდამცველებთან მანამდეც ჰქონდა: ის ბრალდებული იყო ნარკოტიკების შენახვაში, სექსუალური ორგიების ორგანიზებაში და მთვრალ მდგომარეობაში საზოგადოებრივ ადგილებში წესების დარღვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები