“სახელმწიფოს ავტორიტეტული პიროვნებები უნდა მართავდნენ თუ პოლიტიკური ძალები”?
პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დიდი პოლიტიკური გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს.
„ყოფილ პრემიერ-მინისტრს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, დიდი ავტორიტეტი და შესაძლებლობები იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე თავისი შეხედულებების წარმოქმნის საშუალება იქონიოს. მეორეა, ჩვენ როგორი ტიპის სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ, როგორი ტიპის ქვეყანა უნდა შევქმნათ, ავტორიტეტული პიროვნებები უნდა მართავდნენ სახელმწიფოს თუ პოლიტიკური ძალები?“-აღნიშნა აბაშიძემ.