წყალტუბოში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, გამოძიება დაიწყო

  შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ფარცხანაყანებთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ქუთაისის მახლობლად სოფელ ფარცხანაყანებთან, რესტორან “ნატახტარში“ აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
აფეთქების შედეგად გარდაცვლილები სავარაუდოდ მუშები არიან, რომლებიც რესტორანში გარკვეული სახის სამუშაობს ატარებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები