ფილმის – “მარტო სახლში” მთავარი გმირი მაკოლეი კალკინი გარდაიცვალა
უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, მსახიობი მაკოლეი კალკინი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ 34 წლის მამაკაცის ცხედარი პოლიციამ მანჰეტენზე, საკუთარ სახლში იპოვნა. სამართალდამცველებმა კალკინის სახლის შემოწმება მისი ნათესავების თხოვნით გადაწყვიტეს.
პირველადი ინფორმაციით, პოლიცია მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ამ დროისთვის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ კალკინის გარდაცვალების პირველი ცნობა ამერიკულმა პორტალმა MSNBC.website.com-მა გაავრცელა.
მსახიობმა აღიარება 1990 წლის ამერიკული საოჯახო კომედიური ფილმის – „მარტო სახლში“ ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ მოიპოვა. ის ფილმში კევინ მაკ-კალისტერის როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი 8 წლის ბიჭუნა იყო, რომელიც ოჯახმა პარიზში საშობაოდ გამგზავრებისას შინ შეცდომით დატოვა.