ბიძინა ივანიშვილის გადაცემა ეთერში კვირაობით გავა

 

   საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია “ჯიდიესზე” გადაცემა, რომლის თანაწამყვანიც ის იქნება, ეთერში კვირაობით გავა.
“ამავე სახელით ტელეპროექტი გვექნება GDS-ზე. ალბათ, ყოველდღიური, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა, სადაც სამ ანალიტიკოსი და კიდევ მოწვეული სტუმარი იქნება ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადოება „2030-დან“ და ასევე, გარედან, საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოხდება არსებული მოვლენების ანალიზი. როდესაც არსებული მოვლენები არ იქნება ძალიან საინტერესო და დაგვრჩება ვაკუუმი, სტრატეგიაზეც ვისაუბრებთ და სხვადასხვა თემას შემოვიტანთ ჩვენ გადამუშავებულს და კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში, ამ წამყვანებთან ერთად, ძირითადი ანალიზი გავაკეთო“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა “მოამბეში” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები