დმანისში ძვ.წ. 8-7 საუკუნეების უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას მიაკვლიეს

  საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა პრევენციული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დმანისის რაიონის სოფელ განთიადთან უმნიშვნელოვენეს აღმოჩენას მიაკვლიეს.
აღმოჩენილია ძვ.წ. 8-7 საუკუნეებით დათარიღებული დიდი ზომის ქვის ფილებით გადახურული სამარხები და ქვაყრილები. ერთ-ერთი სამარხის გაწმენდის დროს გამოვლინდა ოთხი კერამიკული ჭურჭელი, მათგან ერთ-ერთი ჩაიდნისებური ფორმისაა გადასაწური ტუჩით. მსგავსი ფორმის ჭურჭელი ამ პერიოდის სამარხებში გამოვლენილი არაა და ამიტომ უნიკალურად შეგვიძლია მივიჩნიოთ. არქეოლოგებმა აქვე გამოავლინეს შუბისპირი ბრინჯაოს სამაჯურები და კაური (ნიჟარისებური) მძივი, რომელიც სავარაუდოა რომ იმპორტული უნდა იყოს.
აღმოჩენა კომპანია „სილქნეტის“ ოპტიკურბოჩკოვანი ქსელის გაყვანის დროს შემთხვევით გამოვლინდა. ამავე სამუშაოებისას სოფელ დიდ დმანისთან 25-მდე სამარხია აღმოჩენილი. მეცნიერები სამარხებს სავარაუდოდ ადრე შუა საუკუნების პერიოდს მიაკუთვნებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
კვირას, 9 ნოემბერს 12:00 საათზე არქეოლოგები ამ უნიშვნელოვანეს აღმოჩენებს შემდგომის შესაწავლისათვსი ამოიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები