დიდ ბრიტანეთში მამაკაცი მოკლულ ქალს შეჭმას უპირებდა

 დიდ ბრიტანეთში კანიბალიზმის შემთხვევა დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა 34 წლის მეთიუ უილიამსი უელსის ერთ-ერთ სასტუმროში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის მოკლული ახალგაზრდა ქალბატონის შეჭმას აპირებდა.
სასტუმროს თანამშრომლებმა სამართალდამცველები ხმაურის გამო გამოიძახეს. მსხვერპლი 22 წლის კერის იემი აღმოჩნდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგონამ თავდამსხმელი ადგილობრივ ბარში გაიცნო. მეთიუ უილიამსი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გამოსული იყო, სადაც ის 5- წლიან სასჯელს იხდიდა ქალბატონზე თავდასხმის გამო.
დაპატიმრებისას გაწეული წინააღმდეგობის დროს სამართალდამცველებმა ელექტროხელსაწყო გამოიყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად თავდამსხმელი მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები