ზუგდიდში “აფხაზთა კრებას” წინ დევნილთა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელთა პროტესტი უძღვოდა
ზუგდიდში აფხაზთა კრება ჩატარდა. შეხვედრაზე ქვეყნის ოკუპაციისა და აფხაზეთის დაბრუნების გზებზე იმსჯელეს.
“აფხაზთა კრება” რამდენიმე დევნილმა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა გააპროტესტა. მათი აზრით, ეს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი და ეს შეხვედრა თხუთმეტი ნოემბრის აქციისთვის მოსამზადებლად იმართება. პროტესტი მაშინ გაიმართა, როდესაც შალვა დადიანის თეატრში კრების მონაწილეები შედიოდნენ.
კრებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათი თქმით კრებაზე ისინი როგორც პატრიოტები და უბრალო მოაქალაქეები ისე მივიდნენ.