წიკლაური ალასანიას ყრილობაზე: ლეღვის ფოთლების მეტამორფოზის არასოდეს მჯეროდა

  საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ალასანიას პარტია ორი წლის განმავლობაში ამართლებდა ჩვენი ქვეყნის რეგრესს, ოპოზიციონერთა ციხეებში ჩაყრას, კოლეგებზე თავდასხმებს; ურცხვად ტყუოდა ჩვენი მინისტრების კორუმპირებულობაზე და არ ერიდებოდა ბავშვის სიკვდილით სპეკულაციასაც კი.
სიმართლე ეს არის და სიმართლე აუცილებლად და ყოველთვის უნდა ითქვას, თუნდაც ვინმე არ დამეთანხმოს, რადგან ლეღვის ფოთლების მეტამორფოზის არასოდეს მჯეროდა”, – მიიჩნევს წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები