პოროშენკოს ბლოკმა რადაში „სახალხო ფრონტზე“ უფრო მეტი ადგილი მოიპოვა
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებია გამოქვეყნებული. ბოლო მონაცემებით, „პეტრე პოროშენკოს ბლოკმა“ 132, „სახალხო ფრონტმა“ კი, 82 სადეპუტატო მანდატი მიიღო.
ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ოხენდობსკიმ განაცხადა.
„წინასწარი მონაცემებით, პირველი ადგილი „პეტრე პოროშენკოს ბლოკმა“ დაიკავა. პარტიას 132 სადეპუტატო მანდატი ექნება. „სახალხო ფრონტმა“ კი 82 მანდატი მოიპოვა. მესამე ადგილზე პოლიტიკური გაერთიანება „სამოპომოში“ გავიდა. პარტიას 33 მანდატი ექნება. შემდეგ მოდის „ოპოზიციური ბლოკი“ – 29 მანდატი, ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას – 22 მანდატი, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინას“ კი 19 მანდატი ექნება“, – განაცხადა ოხენდობსკიმ.