შალვა შავგულიძე: მზად ვარ, პარლამენტის წევრად გავაგრძელო საქმიანობა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა შავგულიძე იმედოვნებს, რომ იგი თანამდებობას შეინარჩუნებს.
მისივე თქმით, პარლამენტში სტატუსზე არავითარ გავლენას არ ახდენს ის, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია დეპუტატი.
„ მე იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ მუშაობას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. თუმცა, ეს არ არის იდეაფიქსი და თუ საჭირო გახდება, მზად ვარ, დამატებითი ფუნქციის გარეშე, პარლამენტის წევრად გავაგრძელო საქმიანობა,” – განაცხადა შავგულიძემ,