აკაკი ბობოხიძის ძმას 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ძმას ლევან ბობოხიძეს თავისუფლების 3 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც ბობიხიძემ აღნიშნა, მისი ძმის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ იკადრა და მოიყვანა ისეთი მოწმეები, რომლებიც მათთვის სასარგებლო ჩვენებებს აძლვდნენ. ჩემი ძმა, ასევე ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე, დღეს სასამართლომ დამნაშავეებად სცნო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ საქმე 10 თებერვალს აღძრა. მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯიბუხაიას და მის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ლევან ბობოხიძეს პირობითი სასჯელი მისცეს.
გამოძიება მათ სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებას და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები