"ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს“
ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ ამ დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკრაინის პროცესებზე საუბრისას განაცხადა. მისვე თქმით, სამწუხაროა, რომ მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. “ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს. გლობალიზებულ სამყაროში მსგავსი პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტმა ორჯერ მიიღო რეზოლუცია. სხვა ყველაფერი ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ ამ დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს”, –განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.