ბერლინის კედლის დანგრევის იუბილეს მიხეილ გორბაჩოვიც ესწრება

  გერმანია „ყველა გერმანელის დღესასწაულს“, – ბერლინის კედლის დანგრევის 25 წლოვან იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი ზეიმი მიმდინარეობს, რომელსაც ასიათასობით ადგილობრივთან ერთად უცხო ქვეყნების საპატიო სტუმრებიც ესწრება.
გერმანიის დედაქალაქში ბერლინის კედლის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მეთაური მიხეილ გორბაჩოვიც იმყოფება.
სწორედ გორბაჩოვს ხვდა პატივად, ზეიმის პირველ დღეს კედლის დაცემასთან დაკავშირებული გამოფენის გახსნა.
„მე უკვე დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ძალზე მოხარული ვარ, რომ აქ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში ჩამოვედი“ – განაცხადა გორბაჩოვმა გამოფენის გახსნისას.
გორბაჩოვი ასევე ბერლინის კედლის დანგრევასთან დაკავშირებულ სიმპოზიუმშიც მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ მსოფლიოში ისევ არსებობს ახალი კრიზისები, ახალი ეჭვები, ახალი კედლები და ისევ საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ არ გავუშვათ ხელიდან, შევინახოთ, რაც წინა წლებში იქნა მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 ნოემბერს ორივე გერმანული სახელწმიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივად დაანგრიეს კედელი, რომელიც შიშის, ტერორის და ერის გახლეჩის ბოროტ სიმბოლოს წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები