გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წლისთავს აღნიშნავენ
დღეს გერმანიაში, ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წლისთავს აღნიშვნა დაიწყო. ბერლინის კედლის დაცემას – “ყველა გერმანელის დღესასწაულს” უწოდებენ. ზეიმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შაბათს პროგრამა ოფიციალური იქნება. საღამოს კანცლერი ანგელა მერკელი სიტყვით გამოვა, ხოლო შემდეგ ბერტოლდ ბრეხტის თეატრში „ბერლინერ ანსამბლ“-ში საზეიმო კონცერტს დაესწრება. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები, სახალხო სეირნობა და კონცერტები კვირას, 9 ნომებერს არის დაგეგმილი.
საბჭოთა კავშირიში მიხეილ გორბაჩოვის გატარებული „პერესტროიკის“ პოლიტიკის შედეგად გერმანელი ერის გამყოფი ნაგებობის დანგრევა გახდა შესაძლებელი. “ გფრ-ის, გდრ-ის და საბჭოთა კავშირის სამხრივი მოლაპარაკების შედეგად 1989 წლის 9 ნოემბერს ორივე გერმანული სახელწმიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივად დაანგრიეს კედელი, რომელიც შიშის, ტერორის და ერის გახლეჩის ბოროტ სიმბოლოს წარმოადგენდა.