„რუსეთი უკრაინის პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს“

  უკრაინის მოვლენებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, არეულობა ქვეყანაში დროულად უნდა შეჩერდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. ,,საქართველოს პარლამენტმა არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ჩვენ ახლაც იმავე აზრზე ვართ. ვერავინ ვერ უნდა შეაჩეროს უკრაინის ევროპული მისწრაფებები და რუსეთი არ უნდა ჩაერიოს ქვეყნის პოლიტიკაში. უკრაინაში ქართველის დაღუპვის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა ჩვენთვის ის პრობლემები, რომელიც დღეს ამ ქვეყნის წინაშე დგას”, – აცხადებს უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარების თხოვნით სამედიცინო დაწესებულებებს 351-მა დაშავებულმა მიმართა, მასობრივი აქციების 241 მონაწილე კი ჰოსპიტალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები