„დსრ“-ის და „ლსრ“-ის ბოევიკებმა მოხალისე შვედ მებრძოლზე ჯილდოდ 1 მილიონი აშშ დოლარი დააწესეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, „დსრ“-ის და „ლსრ“-ის ბოევიკებმა უკრაინელთა მხარეს მებრძოლი შვედი სნაიპერის სკილტის სანაცვლოდ, ჯილდოდ 1 მილიონი აშშ დოლარი დააწესეს. გავრცელებული ინფორმაციით, სკილტი 7 წელი მსახურობდა შვედეთის არმიაში. მას მიღებული გამოცდილება აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლისას დაეხმარა. შვედი სნაიპერის სანაცვლოდ ასეთი მაღალი ჯილდოს დაწესება მის მიერ მოკლულების დიდმა რაოდენობმა განაპირობა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დროისთვის სკილტის ანგარიშზე 150 მოკლული მებრძოლია. სკილტმა დაადასტურა, რომ მას უშუალოდ რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. სკილტის თქმით, ის ნაციონალისტი გახლავთ, თუმცა „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტს მისი შეხედულებები ტიპიურ ნეონაცისტურად მოეჩვენა. ასეთივე აზრისაა სკილტის შესახებ შვედური გაზეთი „Expressen“-იც. სკილტმა გაზეტს განუცხადა, რომ უკრაინაში არა ფულისთვის, არამედ მართალი საქმისთვის იბრძვის.
გარდა ამისა, გამოცემა „Deutsche Wirtschafts Nachrichten“ ოქტომბრის შუაგულში იტყობინებოდა, რომ დონბასში ფრანგი, პოლონელი, იტალიელი, ესპანელი, ბალტიისპირელი, სერბი, დანიელი, შვედი მოხალისეები იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები