„უკრაინელი ხალხის მოთხოვნების გათვალისწინება აუცილებელია“

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უკრაინის მოვლენებს ეხმიანება. ბესელიას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად მძიმეა, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოიძებნოს გზა და დიალოგით მოგვარდეს სიტუაცია. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიპლომატიური გზით შეეცდება პროცესის განმუხტვას, თუმცა იქ მიმდინარე მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
,,მინდა სამძიმარი გამოვხატო იმ ოჯახების მიმართ, ვისი წევრებიც გარდაცვლილები არიან. ვითარება უკიდურესად მძიმეა და ის მოვლენები, რომელიც გვიან ღამით განვითარდა, ძალიან სწრაფ რეაგირებას ითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამონახავს იმ დიპლომატიურ გზებს, რომლითაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში შესაძლებელი გახდება დაპირისპირების განმუხტვა. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უნდა მოიძებნოს დიალოგის გზა და, პირველ რიგში, შეჩერდეს ძალადობა. აუცილებელია უკრაინელი მოსახლეობის მოთხოვნების და მათი სურვილების გათვალისწინება. ამ მხრივ, ყველაზე ალტერნატიული დიალოგია”, – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები