ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. აღნიშნული ფაქტი „კვირას“პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, სასულიერო პირი, ვინც გადაცდომას დააპირებს აუცილებლად დაიმსახურებს საეკლესიო სასჯელს.
„ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ასევე მამაოებს: ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. ეს ფაქტი ოქტომბერში მოხდა. საპატრიარქომ აღნიშნული სასულიერო პირების გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა და მომხდარზე რეაგირება მოახდინა. ჩვენ მოვიკვლიეთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე რეაგირება მოვახდინეთ. ბრძანება დაიწერა მაშინ, როდესაც გვქონდა მათთან შეხვედრა. მათ დანაშაული აღიარეს და შენდობა ითხოვეს. მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. სინანულისთვის მონასტრებში გავამწესეთ”, -აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მედია-საშუალებებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იღუმენები: ვარსანოფ მაზმიშვილი და ნიკოლოზ კალანდაძე ორი კვირის წინ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამჟამად სინანულისთვის მონასტრებში იმყოფებიან და მათ სასულიერო პირის სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი სასულიერო პირის, მამაოების: ნიკოლოზ ჩიტაიასა და აკაკი კუპრეიშვილის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ, რომლებიც სინანულისთვის შიო მღვიმისა და ბეთანიის მონასტრებში არაინ გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები