საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, კერძოდ, ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომლის გაფორმებასაც რუსეთი აფხაზეთთან გეგმავს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პირდაპირი ნაბიჯია აფხაზეთის ანექსიისკენ.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პიტერ სიიარტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.