“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან
კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. ფრაქცია სხდომის გამართვას გეგმავს. სხდომაზე, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მივა.
დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებით, სხდომაზე მომავალი სასესიო კვირის საკითხებსა და პრეზიდენტის პარლამეტში მისვლის საკითხს განიხილავენ.
„დღეს ჩვენ გვაქვს ფრაქციისა და უმრავლესობის შეხვედრა, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვმართავთ, განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს , გამოვთქვამთ საკუთარ შეხედულებებს. ასე, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. განვიხილავთ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის საკითხს და დავგეგმავთ, მომავალ კვირას როგორი სასესიო კვირა წარიმართება ქუთაისში“, – განაცხადა ჩაფიძემ.