„უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებით“

საქართველოსა და უნგრეთს შორის ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ მოაწერეს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები გააღრმავებით.
მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტებით და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით. უნგრულმა მხარემ, ასევე, ინტერესი გამოთქვა ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებით. შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები