სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სადახლოზე 3840 ლარის ღირებულების 2486 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. “შემოსავლების სამსახურის” ცნობით, საბაჟო – გამშვები პუნქტის “სადახლო-საავტომობილო” ტერიტორიაზე, სომხეთიდან დღეს სომხეთის მოქალაქე კ.ა. შემოვიდა. მებაჟე ოფიცრებმა კ.ა-ს ავტომობილის დათვალიერებისას არადეკლარირებული, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული, საქონელი, სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, საერთო რაოდენობით 2486 კოლოფი აღმოაჩინა.
საქონლის საერთო ღირებულებამ 3840.2 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
“შემოსავლების სამსახურის” ინფორმაციით, “სადახლო საავტომობილოს” საბაჟო – გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევა 6 ნოემბერსაც გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთიდან შემომავალ რუსეთის მოქალაქე ნ.ა-ს საბაჟო დათვალიერებისას ოქროს არადეკლარირებელი ნაკეთობები: ბეჭედი 8 ც, ყელსაბამი 1ც, საყურე 2 წყვილი, სამაჯური ერთი ცალი, საერთო წონით 79,99 გრამი აღმოუჩინეს.
საქონლის საერთო ღირებულებამ 3340,25 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით 3 340,25 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები