დევიდ დათუნას შექმნილი საქართველოს დროშა სპეციალური რეისით გამოგზავნეს

ქართული წარმოშობის ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ გახმაურებულ პროექტზე, „საქართველო – მილიონების იმედი“ მუშაობა დაასრულა. წინა კვირას მხატვრის მიერ შექმნილი საქართველოს დროშა სპეციალური რეისით ნიუ – იორკიდან თბილისში გადმოიგზავნა. დროშა, მხატვრის გადაწყვეტილებით, საჩუქრად ქართველ ერს გადაეცემა. თავის „მოგზაურობაში“ დროშა ერთ ტრანზიტულ გაჩერებას სტამბოლის აეროპორტში გააკეთებს, ხოლო თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, საზეიმოდ წარადგენენ და ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადაეცემა.
საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილი ეროვნული დროშა შესრულებულია სხვადასხვა ოპტიკური ლინზებით და მისი ღირებულება ერთ მილიონ დოლარს შეადგენს.
დევიდ დათუნა ამერიკელი მხატვარია, ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი, შთამბეჭდავი ინსტალაციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ოსტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები