გიორგი მღებრიშვილი შვედეთის ელჩს საქართველოში შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედეთის ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქვის შეხვდა. მინისტრმა სტუმარს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაცული იყოს როგორც მსჯავრდებულის, ისე თანამშრომლის უფლება. მინისტრმა ელჩს რეფორმის ფარგლებში მიღწეულ წარმატებები გააცნო და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია სწორედ ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, მათი გამოცდილების გაზიარება და საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამ მხრივ ხაზგასასმელია შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის ფასდაუდებელი დახმარება საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ელჩის ინფორმაციით, შვედეთი აპირებს საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ჭრილშიც დაეხმაროს.
მინისტრმა შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში უფრო მეტად გაღრმავდება.