გორში მამაკაცს ხელყუმბარა აუფეთქდა
გორის რაიონის სოფელ ვარიანში მამაკაცს ხელში ხელყუმბარა აუფეთქდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძღულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.