საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული ჩემპიონატი გაიმართა – ვიდეო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ მიმდინარეობს. ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს, მეორე ასპარეზობა ხრიდოლის წესებით ხელჩართულ ბრძოლაში გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი, მექანიზებული და საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული სამხედრო აკადემიის, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათივე ინფორმაციით, ასპარეზობა შვიდ წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა: 60კგ-მდე, 66 კგ-მდე, 72 კგ-მდე, 80 კგ-მდე, 90 კგ-მდე, 100 კგ-მდე და 100 + კგ. ჩემპიონატს პროფესიონალ მსაჯთა გუნდი აკვირდებოდა.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=rM5zTh50zks&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები